ახალი ამბები
ტელეკომპანია "ბორჯომის" ოპერატორი კონკურსის მეორე ეტაპზეა
ტელეკომპანია „ბორჯომის“ ოპერატორი კონკურსის მეორე ეტაპზეა. მიხეილ გუკასიანის მიერ სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ მომზადებულმა ვიდეომ "თავშესაფარი ავტოფარეხში", რომელიც ცხოველებზე და ფრინველებზე მზრუნველი ბორჯომელი ადამიანის შესახებ არის გადაღებული, ჟიურის დადებითი შეფასება დაიმსახურა და ახლა ფეისბუქ მომხმარებლების მოწონებაზეა დამოკიდებული. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ შერჩეული 5 საუკეთესო ნამუშევარი სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული და ხმის მიცემის პროცესი 2 მარტს შეწყდება. სწორედ ამის შემდეგ გამოვლინდება 3 გამარჯვებული ავტორი.
Print