დაღუპულია ათეულობით თურქი სამხედრო და განადგურებულია სამხედრო ტექნიკა
ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთმა
მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანა თურქულ სამხედრო კოლონაზე, რომელიც
ჰატაის რეგიონიდან იდლიბისკენ მიემართებოდა. როგორც ადგილობრივები
იუწყებიან, დაბომბვის შედეგად დაღუპულია ათეულობით თურქი სამხედრო.
შექმნილი ვითარების ფონზე თურქეთმა შეაჩერა სამშვიდობო მოლაპარაკებები
რუსეთთან.
ერდოღანმა სასწრაფოდ ჩანიშნა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც
უახლოეს წუთებში დაიწყება არსებული სიტუაციის შესაფასებლად და
სამომავლო გეგმების განსასაზღვრად.
ტვიტერზე გაცხადებული ინფორმაციით, 35 თურქი სამხედროა გარდაცვლილი და
50 დაჭრილი. სოციალური ქსელი მომხარებლები ადგილობრივთა მონაცემებზე
დაყრდნობით მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტია- თავდასხმა მოხდა,
როგორც თურქული არმიის შტაბზე, აგრეთვე სამხედრო კოლონაზე. 2
სართულიანი შენობა , რომელიც თურქული ჯარის ერთ-ერთ საკომანდო პუნქტად
გამოიყენებოდა სრულად დანგრეულია. ანკარამ ოფიციალურად მიმართა
დამასკოს დაჭრილებისა და დახოცილების ევაკუაციაზე საჰაერო გზით, რაზეც
უარი მიიღო ჰმეიმიმის სამხედრო ბაზის ადმინისტრაციისგან.