ახალი ამბები
დასაქმების პრობლემაზე, ბაკურიანში ქართველი და უცხოელი ახალგაზრდები მსჯელობენ
8 ქვეყნის 42 ახალგაზრდა ბაკურიანში დაუსაქმებლობის საკითხზე მსჯელობს და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ისინი გაეცნენ სხვადასხვა საიტებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დასაქმება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ დისტანციური მუშაობის რეჟიმში. ვორქშოფი 24 თებერვლიდან დაიწყო და 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. თეორიასთან ერთად მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია პრაქტიკული და ასევე გასართობი ნაწილიც.
Print