კორონავირუსთან დაკავშირებით ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერება არ იგეგმება
ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერება არ იგეგმება, - ამის
შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა
კახაბერ გვანცელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ჰიგიენური ნორმების დაცვა ბაღებში ჩვეულ რეჟიმში
გრძელდება.
კითხვაზე, ხომ არაა პანიკა აღსაზრდელთა მშობლების მხრიდან და ხომ არ
შემცირებულა ბაღებში ბავშვთა დასწრება, გვანცელაძე ამბობს, რომ
„ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, რაც გვაძლევს
იმის თქმის საშუალებას, რომ პანიკა ბაღებში ნამდვილად არ არის”.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა
დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს
დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით
შემოვიდა.