ახალი ამბები
"გვაქვს საკმარისი საკარანტინე სივრცეები" - ჯანდაცვის მინისტრი
"სულ რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ პრემიერთან საგანგებო საბჭოს შეხვედრა, სადაც დამატებითი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ამ ეტაპისთვის, ჩვენ გვაქვს საკმარისი საკარანტინე სივრცეები, ისევე როგორც სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული საავადმყოფოს სივრცეები“ - განაცხადა რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში ეპიდემია არ გავრცელდეს.

„მინდა მოგახსენოთ, რომ სასაზღვრო ზოლზე მოქალაქე შემოწმებული იქნა ჩვენი მესაზღვრეების მიერ, რომლებიც სრულიად ეკიპირებულები იმყოფებოდნენ. ვინაიდან, მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ასრულებენ ჩვენს მიერ მიწოდებულ ყველა დავალებას, ეს მათი დასნებოვნების რისკს ამცირებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც და ისინიც გადაყვანილები იქნებიან საკარანტინო სივრცეში. ამ ეტაპისთვის პაციენტი მთავსებული არის ინფექციურ საავადმყოფოში. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე არ ემუქრება არანაირი საფრთხე. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქები, ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან, ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია“ - განაცხადა მინისტრმა.
Print