თამბაქოზე ფასი არ გაიზრდება
ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი თამბაქოს გაძვირებასთან
დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფს. როგორც მან ჟურნალისტებს
განუცხადა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში თამბაქოზე აქციზი არ
გაიზრდება.
„ის, რომ თამბაქო ძვირდება, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვქონდა
ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულება, დაბეგვრის კუთხით
გავთანაბრებულიყავით ევროკავშირის განაკვეთებს. ამის პირველი
დედლაიანი იყო 2022 წელი. იმის გათვალისწინებით, რომ არც სოციალური
მდგომარეობა უწყობს ხელს და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც განაკვეთებს არ
ზრდიან ისეთივე ტემპით, როგორც ჩვენ, ამის გამო მოლაპარაკებები
გვქონდა და 2026 წლამდე გადაიწია ვადამ. დარწმუნებული ვარ, ამ ვადას
კიდევ გადავწევთ. ევროკავშირის განაკვეთი საკმაოდ დიდი ტვირთი იქნება.
ჩვენ ბიზნესსექტორთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია. მათ
გავაცანით ორი წლის გეგმა, სადაც აღვუთქვით, რომ აქციზის ზრდა არ
მოხდება. 2022 წლის ბოლოსაც გავაცნობთ კიდევ ორწლიან გეგმას. რაც
შეეხება იმას, 2026 წელს გათანაბრდება თუ არა ევროკავშირის
მოთხოვნებთან, მგონია, რომ გვაქვს სივრცე, ამ ვადამ კიდევ გადაიწიოს,“
- განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 1 კოლოფი სიგარეტის ფასი
15 ლარამდე გაიზრდება.