ახალი ამბები
"მხარს ვუჭერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას" - სახალხო დამცველი
როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროპორციული საარჩევნო სისტემა გაცილებით მეტად უზრუნველყოფს სამართლიან და თანასწორ საარჩევნო გარემოს.
„ამ შემთხვევაში მთავარი სათქმელი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ქართველ პოლიტიკოსებს. მიმაჩნია, რომ ჩვენს რეალობაში და ქართულ კონტექსტში პროპორციული საარჩევნო სისტემა გაცილებით მეტად უზრუნველყოფს სამართლიან, თანასწორ საარჩევნო გარემოს. შესაბამისად, სახალხო დამცველი მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. გარდა იმისა, რომ ამ სისტემაში უფრო მეტად არის დაცული საარჩევნო უფლებები, ეს უფრო მეტად სამართლიანია, ვფიქრობ, ეს უფრო მეტად უწყობს ხელს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში. კარგია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქტიურობენ, თუმცა, მთავარი სათქმელი გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენ უნდა მივიდეთ ამ გადაწყვეტილებამდე" - განაცხადა ლომჯარიამ.

იმ პირობებში, როდესაც არცერთი მხარე კომპრომისზე არ მიდის, ლომჯარიას განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება რთულად წარმოსადგენია.

"ეს არის პოლიტიკური პროცესი. სახალხო დამცველის ჩართულობა მინიმალურია. მაქსიმალური, რაც ჩვენ გავაკეთეთ ეუთო/ოდირისთვის მიმართვა იყო. მთავარი რეკომენდაცია მდგომარეობდა იმაში, რომ საარჩევნო სისტემა იყოს მიღებული კონსენსუსის და ჩართულობის გზით. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ქვეყნებმა აღიარონ არჩევნები და გაგრძელდეს მხარდაჭერა, რაც ჩვენ, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას გაგვაჩნია, მთავარი მოთხოვნა მათი მხრიდან მდგომარეობს იმაში, რომ საარჩევნო სისტემა უნდა იყოს მიღებული მაქსიმალური კონსენსუსის გზით. ჩემი აზრით, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უნდა იქნეს მიღებული კონსენსუსური გადაწყვეტილება. ვისი მხრიდან იქნება მეტი კომპრომისული ნაბიჯი გადადგმული, ეს სხვა დისკუსიის საგანია. იქედან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, მისი მხრიდან შესაძლოა უფრო მეტი კომპრომისი იყოს საჭირო. თუმცა, გეთანხმებით, რომ კომპრომისული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ცოტა რთულად არის წარმოსადგენი იმ ვითარებაში, რაც დღეს გვაქვს" - განუცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
რუსთაველის გამზირი, სადაც აქცია მიმდინარეობს, გადაიკეტა.
20:59 / 28.11.2024
რუსთაველის გამზირი, სადაც აქცია მიმდინარეობს, გადაიკეტა.
19:58 / 28.11.2024
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გორგასლის ქუჩა გადაკეტეს.
28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ
რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოში შიდა პოლიტიკურ
პროცესებში არ ერევა.
19:01 / 28.11.2024

28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოში შიდა პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა.

პრემიერი - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში
არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე,
2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე
ევროკავშირის მხრიდან.
18:36 / 28.11.2024
პრემიერი - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.