ახალი ამბები
ტაშისკართან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულები კი ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.  შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.





Print