ახალი ამბები
NDI მიუკერძოებელი ორგანიზაციაა - აშშ-ის საელჩო
აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა. მათ საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, NDI მიუკერძებელი ორგანიზაციაა და აშშ-ის საელჩო სიამაყით თანამშრომლობს მასთან.

,,ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს უჭერს მხარს. NDI საქართველოში ოც წელზე მეტია რაც მუშაობს. 

აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან, რათა ხელი შეუწყოს ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებასა და გაძლიერებას, რომელიც უპასუხებს ქართველი ხალხის საჭიროებებს",- წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Print