ახალი ამბები
მიწისძვრა თურქეთში - არის მსხვერპლი
თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრას ირანის საზღვართან მდებარე, თურქეთის ვანის პროვინციაში სულ ცოტა 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 5.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილია 4 ზრდასრული და 3 ბავშვი. მისივე ცნობით, 1000-ზე მეტი შენობა დაზიანდა.

მაშველები ნანგრევებიდან მოქალაქეების ამოყვანის ოპერაციას ახორციელებენ. თურქეთის მედიის ინფორმაციით, მიწისძვრამ თურქეთის 43 სოფელში გამოიწვია ზარალი. 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მიწიდან 5 კილომეტრის სიღრმეში თურქეთ-ირანის საზღვარზე კვირას გამთენიისას მოხდა.
Print