ახალი ამბები
ვანო მერაბიშვილი ახალციხეში იმყოფება
მერაბიშვილი ახალციხეში, მშობლების სახლში დღეს, 21 თებერვალს ჩამოვიდა, მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

„ერთ რამეს ვხედავ, რომ რაც იყო რვა წლის წინ იმას არაფერი მიმატებია, ამაზეც დიდი მადლობა, რომ ჩვენი ბევრი გაკეთებული გააფუჭეს და გააჩერეს და ის რომ აქ ყველაფერი არ გააფუჭეს მადლობელი ვარ", – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

"ეს არ არის შეხვედრა ოპოზიციასთან, მოვინახულეთ მეგობრებმა, ახალციხის ციხე უნდა დაათვალიეროს", – განაცხადა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ვაჟა ჩიტაშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა და შს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ, 20 თებერვალს დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია რომელ პარტიას შეუერთდება: "მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება".

მის პოლიტიკურ განცხადებას გამოეხმაურნენ, როგორც მმართველი ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

Print