ახალი ამბები
როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა - სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია:

"შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა".

მისივე თქმით, სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, კულტურას და საზოგადოებრივ კონსოლიდაციას:

"აუცილებელია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ძალადობის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო, საზოგადოებრივი და მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა და ძალისხმევა".

პრეზიდენტის განცხადებით, საგანგაშო სტატისტიკიდან გამომდინარე მომავალ კვირას ის ქალთა ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება.
Print