ახალი ამბები
პირველი საჯარო სკოლა საქართველოში, რომელმაც ავტორიზაცია გაიარა და ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 18 თებერვლის სხდომაზე, თბილისის 220-ე საჯარო სკოლას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.

„ეს ავტორიზაციის არსებობის ისტორიაში პირველი პრეცენდენტია, როდესაც საჯარო სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს ავტორიზაციის პროცედურის გავლის გზით იღებს. პროცესს ყველა მხარე დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს და გვიხარია, რომ სკოლამ ყველა სტანდარტის დაკმაყოფილების შედეგად, დამსახურებულად მიიღო ავტორიზაცია. წარმატებას ვუსურებთ მას“, – განაცხადა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ ერაძემ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ინტენსიურად მიდინარეობს მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შემუშავებაზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებულ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონის საფუძველზე აქვთ მინიჭებული სახელმწიფოს მიერ აღიარებული ატესტატის გაცემის უფლება, ისინი ჩაერთვებიან ხარისხის განვითარების ყველა ღონისძიებაში, რასაც ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესთავაზებს. პირველი ეტაპი კი ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებაში სკოლების მიერ თვითშეფასების განხორციელება იქნება.


წყარო: edu.aris.ge
Print