Error
ახალი ამბები
რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში
2020 წლის იანვარში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის მაჩვენებელი 14,6%-ით შემცირდა და 33 445.6 ათასი დოლარი შეადგინა.

48,5%-ით გაიზარდა იმპორტი, კერძოდ, 2020 წლის იანვარში ჩრდილოეთიდან იმპორტის მოცულობამ 72 599.9 ათასი დოლარი შეადგინა.

„საქსტანტის“ ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 72.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (117.1 მლნ აშშ დოლარი), ჩინეთი (109.4 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (106.0 მლნ აშშ დოლარი).

რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთისგან.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

ყურძნის ნატურალური ღვინოები - 9 773 100 დოლარი
ფეროშენადნობები - 9 452 300 დოლარი
მინერალური და მტკნარი წყლები - 3 002 200 დოლარი
ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 2 469 700 დოლარი
სპირტიანი სასმელები - 2 437 700 დოლარი



რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 14 111 100 დოლარი
ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სხვა - 9 279 300 დოლარი
ელექტროენერგია - 6 844 700 დოლარი
ხორბალი და მესლინი - 6 104 300 დოლარი
სატელეფონო აპარატები - 3 148 000 დოლარი


წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print