ახალი ამბები
ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჟურნალისტი მედია კონკურსის გამარჯვებულია
მედია კონკურსის „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხიმსგებლობისთვის“ რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
5 გამარჯვებულს შორის არის ტელეკომპანია ბორჯომის ჟურნალისტის, ნინო ვართაპეტიანის  მულტიმედია მასალა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) თემაზე შექმნილი საუკეთესო ნამუშევარი.

მედია კონკურსი 2019 წლის დასაწყისში გამოცხადდა და მასში წარდგენილი ნამუშევრები შეფასდა, მედია პროფესიონალებისა და CSR-ის ექსპერტებისაგან შემდგარი, დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის მიერ. კონკურსში 33 ჟურნალისტმა, 36 მედია მასალა წარადგინა. 

1. საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი - მანანა გიგინეიშვილი - პირველი არხი 
2. საუკეთესო რადიო გადაცემა, რუბრიკა ან სიუჟეტი - ნინო ხუგაშვილი - რადიო იმედი
3. საუკეთესო სტატია - ქეით რუთ დეივისი - Georgia Today 
4. საუკეთესო მულტიმედია პროექტი - ნინო ვართაპეტიანი - ტელეკომპანია ბორჯომი 
5. საუკეთესო ბლოგი - მარიკა მჭედლიძე - Forbes Georgia


კონკურსის პარტნიორი კომპანია Japan Tobacco International (JTI) უკვე მეორე წელია კონკურსის მონაწილე ჟურნალისტებს შორის საკუთარ რჩეულებს გამოარჩევს და სპეციალური პრიზით აჯილდოვებს. კომპანიის მხარდაჭერით შორენა ლაბაძე და ვახტანგ დარასელია ქალაქ ვენაში გამართულ კონგესზე გაემგზავრებიან. კონგრესი არის ექსკლუზიური ღონისძიება, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი მედია პროფესიონალები ესწრებიან და მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს განიხილავენ.

კონკურსი ჩატარდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.


Print