ახალი ამბები
ორსული ქალებისთვის გარკვეული სამუშაოები იკრძალება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცა.
დანართი განსაზღვრავს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველ სამუშაოებს და ამ მიზნით ადგენს ფაქტორებს, აგენტებს და აღწერს სამუშაო პროცესებს, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების, ასევე ნაყოფისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.

კერძოდ, ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველ სამუშაოებად მიიჩნევა:

ფიზიკურ (ტვირთის გადატანა) დატვირთვასთან დაკავშირებული სამუშაოები

ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად 5 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში, 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან დაუშვებელია ორსული ქალებისათვის ნებისმიერი წონის ტვირთის გადატანა. ორსულობისას და მშობიარობიდან 16 კვირამდე მძიმედ და საშიშად მიიჩნევა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ხშირ მოუხერხებელ მოძრაობებთან და პოზებთან, როგორიცაა მაგალითად სხეულის მნიშვნელოვანი დაჭიმვა (იგულისხმება გასწორება) ან მოხრა, ხანგრძლივი ჩაცუცქვა ან დახრა, ასევე საქმიანობა სხეულის ფიქსირებული პოზით მოძრაობის გარეშე.

ორსული ქალებისათვის გამორიცხული უნდა იყოს სამუშაოები ისეთ დანადგარებთან, რომელთა მართვისათვის გამოიყენება ფეხის სატერფული, კონვეიერზე მუშაობა იძულებითი რიტმით, მონოტონური სამუშოები და სამუშაოები თანმხლები ნერვულ-ემოციური დაძაბულობით. აკრძალულია ასვლა/ჩამოსვლა ვერტიკალურ კიბესა და ბოძზე ფეხმძიმობის დადგენის დღიდან. ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისათვის აკრძალულია ღამის სამუშაოების შესრულება, მუშაობა ცვლებში რეგულარული ცვლიანობის უკუროტაციის სისტემით (ღამის ცვლა, გვიანი ცვლა და ადრიანი ცვლა) ან ერთმანეთის მომდევნო ცვლებში მუშაობა.

ქიმიურ აგენტებთან დაკავშირებული სამუშაოები

ეს დანართი ეხება ყველა იმ სამუშაოს, რომლის შესრულების დროსაც ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები შეიძლება განიცდიდნენ ქიმიური აგენტების ზემოქმედების საფრთხეს. დადგენილების თანახმად, ქიმიური აგენტები არის - ნივთიერებები ან შუალედური ქიმიური პროდუქტები, მათ შორის, ზოგიერთი ბიოლოგიური ბუნების (ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ჰორმონები, ფერმენტები, ცილოვანი პრეპარატები), რომლებიც შეიძლება არსებობდნენ ბუნებრივად, წარმოიქმნან წარმოების, დამუშავებისა და გამოყენების, გათბობის პროცესში ან შემთხვევით, მიიღებიან ქიმიური სინთეზით და/ან რომელთა კონტროლისათვის გამოიყენება ქიმიური ანალიზის მეთოდი.

სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკურ ფაქტორებთან

ეს დანართი განსაზღვრავს სამუშაოებს, რომლებიც უკავშირდება ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისათვის მავნე და საშიშ ფიზიკურ ფაქტორებს (ხმაური, ვიბრაცია, მაიონებელი, არამაიონებელი გამოსხივება, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ატმოსფერული წნევა, ტემპერატურა, განათებულობა და სხვ.), ასევე ინფორმაციას მათგან გამოწვეული რისკებისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელება საჭიროა ამ რისკების თავიდან ასაცილებლად ან/და შესამცირებლად.

ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ დაიშვებიან სამუშაოდ ზოგადი და ლოკალური ვიბრაციის და ულტრაბგერის ზემოქმედების პირობებში. მძიმე და მიწისქვეშა სამუშაოებზე; ასევე სიმაღლესთან დაკავშირებულ სამუშაოებზე.

ბიოლოგიურ აგენტებთან დაკავშირებული სამუშაოები

ეს დანართი განსაზღვრავს იმ სამუშაოებს, რომლის დროსაც ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები შეიძლება განიცდიდნენ ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედების საფრთხეს. ბიოლოგიური აგენტები არის - პათოგენი და ბიოლოგიური წარმოშობის ტოქსინი, ასევე მათი შემცველი ნებისმიერი წარმოშობის ობიექტი და მასალა. ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედების მქონე საქმიანობების ინდიკატორული ჩამონათვალი მოიცავს შემდეგ ობიექტებს:

მუშაობა სურსათის წარმოების ობიექტებში; მუშაობა სოფლის მეურნეობაში; მუშაობა ცხოველებთან ან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან კონტაქტის მქონე ობიექტებში; მუშაობა სამკურნალო დაწესებულებებში, მათ შორის, იზოლატორებში და სიკვდილის შემდგომი საქმიანობის ობიექტებში (გვამთან კონტაქტი, ბალზამირება, პროზექტურა, და სხვ.); მუშაობა კლინიკურ, ვეტერინარულ და დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში, გარდა მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკური ლაბორატორიებისა; მუშაობა ბიოლოგიური ნარჩენების განთავსების ობიექტებში; მუშაობა კანალიზაციის გამწმენდ ნაგებობებზე.

სამუშაოსთან დაკავშირებული ფსიქოსოციალური და პროფესიული სტრესის გამომწვევი ფაქტორები

დანართი განსაზღვრავს ფსიქოსოციალური და პროფესიული სტრესის გამომწვევ ფაქტორებს, რომლებიც დაკავშირებულია ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების მიერ შესასრულებელ სამუშაოებთან.

ფსიქოსოციალური და პროფესიული სტრესის გამომწვევი ფაქტორებია: გონებრივი და ფიზიკური დაღლილობა, მუშაობის და დასვენების რეჟიმი; სამუშაოს შესრულებისას საწარმოო უბანზე მარტო ყოფნა; სამუშაოსთან დაკავშირებული შევიწროება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
პარლამენტს მალე წარედგინება
პროექტი, რომლის მიღების შედეგად, საჯარო დაწესებულებებს მეტი
სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნება.
13:05 / 20.04.2024
პარლამენტს მალე წარედგინება პროექტი, რომლის მიღების შედეგად, საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნება.
ახალგაზრდები აქციას პარლამენტთან
დღეს, 20 აპრილს კვლავ 19:00 საათზე გამართავენ.
10:39 / 20.04.2024
ახალგაზრდები აქციას პარლამენტთან დღეს, 20 აპრილს კვლავ 19:00 საათზე გამართავენ.
დღეს, 20 აპრილს, ქალთა მოძრაობა
ქვეყნის მასშტაბით ქალთა მარშს აწყობს. მარში 17:00 საათზე
რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და გამომსვლელები პარლამენტისკენ
გაეშურებიან.
08:50 / 20.04.2024
დღეს, 20 აპრილს, ქალთა მოძრაობა ქვეყნის მასშტაბით ქალთა მარშს აწყობს. მარში 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და გამომსვლელები პარლამენტისკენ გაეშურებიან.
ცვლილებებია ბორჯომის 2024 წლის
ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში, 25-დან 11 პროგრამაში
სიახლეა.
14:31 / 19.04.2024
ცვლილებებია ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში, 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს
ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების
(PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო
დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის
განპირობებული.
13:02 / 18.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.