ახალი ამბები
პარლამენტში, არჩილ თალაკვაძის მოხსენებისას, ოპოზიციის წევრებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს
საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.

"ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს, ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს. ევროპის საბჭოში რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში", - განაცხადა თალაკვაძემ.
Print