ახალი ამბები
ბაკურიანობა 2020 სპორტული ღონისძიებებით გრძელდება
დაბა ბაკურიანში მეორე დღეა სახლახო დღესასწაულს ზეიმობენ. ბაკურიანობა 2020 სპოტრული ღონისძიებებით გრძელდება. ე.წ. ოცდახუთიანების მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება თხილამურებით სირბილი (ბიატლონი). მონაწილეობს ბაკურიანის, ნინოწმინდის და სომხეთის ქალაქ გიუმრის, ჯამში 60-მდე წარმომადგენელი. მათ შორის არიან ვეტერანი სპორტსმენები.
მათგან სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, საპრიზო ადგილებზე უნდა გამოვლინდეს 30 გამარჯვებული, რომელთაც ბორჯომის სასპორტო სკოლა დააჯილდოვებს.
პარალელურად ამავე ტერიტორიაზე იმართება ოფროუდი ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში.

Print