ახალი ამბები
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 1 665-მდე გაიზარდა
ჩინეთში, ახალი კორონავირუსით, კიდევ 142 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1 665-ს მიაღწია - ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 2 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 68 500-მდე გაიზარდა.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 20-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ვირუსის 500-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.
რაც შეეხება დაღუპულთა რიცხვს, დღემდე, ჩინეთის გარეთ, ვირუსით გარდაცვალების ოთხი შემთხვევაა დადასტურებული: იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ფილიპინებსა და საფრანგეთში.

Print