ახალი ამბები
1 დაღუპული და 3 დაშავებული-ავარია გორთან
გორის შემოსასვლელთან მომხდარი ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. ინფორმაციას რადიო „მოზაიკა“ავრცელებს. შემთხვევის შედეგად 2 ბავშვი და 1 შუახნის მამაკაცი მძიმედ დაშავდა.დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.   თვითმხილველების თქმით, მათ მრავლობითი დაზიანებები აქვთ.

ადგილზე გარდაიცვალა 1965 წელს დაბადებული ქალი.

ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს გორის პოლიცია იძიებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა.

წყარო: radiomosaic.ge

Print