ახალი ამბები
კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ევროპაში
BBC-ის ინფორმაციით ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა საფრანგეთში დაფიქსირდა.
ახალი კორონავირუსის მსხვერპლი ჩინელი ტურისტია, რომელიც საფრანგეთში სამოგზაუროდ იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები აქამდე იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში დაფიქსირდა, დაინფიცირებულია 500-მდე ადამიანი.

Print