ახალი ამბები
ბაკურიანობა 2020-სახალხო დღესასწაული ზამთრის კურორტზე
დაბა ბაკურიანი სახალხო დღესასწაულს ზეიმობს. ორი დღის განმავლობაში, 15-16 თებერვალს ადგილობრივებისა და კურორტის სტუმრებისთვის სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

დაბის დღესასწაული დილიდან სპორტული აქტივობებით დაიწყო.
ე.წ. ოცდახუთიანების მიმდებარე ტერიტორიაზე 20-40 მეტრიან ტრამპლინიდან ხტომაში შეჯიბრი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგირიაში სასპორტო სკოლის 15-მდე აღსაზრდელმა მიიღო. გამოვლინდა საპრიზო ადგილებზე გასული 9 გამარჯვებული. მათ ბორჯომის სასპორტო სკოლა მდლებით, თასებით და დიპლომებით დააჯილდოვებს.

სპორტული აქტივობა ბაკურიანის პარკში, ყინულის მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც გაიმართება ჰოკეი.
დიდველის სპორტულ ტრასაზე კი პროფესიონალი სპორტსმენების მონაწილეობით კი მოეწყობა Free style jumping show (შეჯიბრი თხილამურებით და თოვლის დაფით).

Print