ახალი ამბები
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1523-ს მიღწია
ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიღწია.
ვირუსით დაინფიცირების 66 492 შემთხვევაა დადასტურებული.
მათ შორის დაინფიცირებულია სამედიცინო სფეროს1716 წარმომადგენელი.

ჩინეთის გარეთ 30 ქვეყანაში დაახლოებით ხუთასი ადამიანია დაინფიცირებული. კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეში.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, დღემდე, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ვირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევაა დადასტურებული: იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში.

Print