ახალი ამბები
აბასთუმნის ობსერვატორიის მმართველი ორგანო მისივე სამეცნიერო საბჭო იქნება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ადმინისტრაციასთან და მეცნიერ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.
როგორც განათლების, მეცნიერებისა კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ობსერვატორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც ყველა მეცნიერ თანამშრომელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების გზით მიმდინარეობს.

შეხვედრის დასაწყისში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს პოლიტიკაა აბასთუმნის ობსერვატორიის, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო დაწესებულების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, ხარისხის ამაღლება და გლობალურ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების გაძლიერება.

ნუნუ მიცკევიჩის თქმით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება გაზრდის აბასთუმნის ობსერვატორიის ავტონომიურობის ხარისხს. სამინისტროს მისიაა რეორგანიზაციის პროცესში ხელი შეუწყოს ობსერვატორიის მთავარი მმართველი ორგანოს – სამეცნიერო საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება უმაღლესი ლეგიტიმაციისა და ავტონომიის მქონე ორგანო და პასუხისმგებელი ობსერვატორიის შემდგომ განვითარებაზე. სამეცნიერო საბჭო განსაზღვრავს აბასთუმნის ობსერვატორიის ნიშასა და როლს მსოფლიო მასშტაბით, რის საფუძველზეც მოხდება მისი ტექნიკური აღჭურვა, მოდერნიზაცია და განვითარება აკადემიური მიმართულებით. ასევე, საბჭო წარმართავს ყველა იმ პროცესს, რომელიც აბასთუმნის ობსერვატორიის ინფრასტრუქტურული განვითარებისკენ იქნება მიმართული.

ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცებული საშტატო განრიგის საფუძველზე პირველ ეტაპზე კონკურსები გამოცხადდება მთავარი მეცნიერ თანამშრომლების შესარჩევად. საკონკურსო კომისია კი დაკომპლექტდება მაღალი ნდობის მქონე პროფესიონალი მეცნიერებით, რომლებიც კონკურსის გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარებას უზრუნველყოფენ.

აბასთუმნის ობსერვატორია, როგორც სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელმისაწვდომი გახდება ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე უნივერსიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა, სასწავლო პროცესში გამოიყენოს ობსერვატორიის რესურსები.

შეხვედრის ბოლოს ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ობსერვატორიის განვითარება იქნება საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი, რომელსაც სხვა კვლევითი დაწესებულებებიც გაიზიარებენ.

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განთქმულია მსოფლიოს მასშტაბით და მის ბაზაზე 80 წელზე მეტია მიმდინარეობს უწყვეტი მეცნიერული კვლევები და ასტრონომიული დაკვირვებები.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით, ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების
გადაადგილება შეიზღუდა.
17:13 / 23.02.2020
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.
წარღვნა უკვე დაწყებულია, ცოდვის
ღვარცოფი მატულობს და ცდილობს მორევში ადამიანები ჩაძიროს“,-ამის
შესახებ
16:13 / 23.02.2020
წარღვნა უკვე დაწყებულია, ცოდვის ღვარცოფი მატულობს და ცდილობს მორევში ადამიანები ჩაძიროს“,-ამის შესახებ
თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური
ინფორმაციით, მიწისძვრას ირანის საზღვართან მდებარე,
13:06 / 23.02.2020
თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრას ირანის საზღვართან მდებარე,
საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას
ურჩევს.
08:49 / 23.02.2020
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ტატო გრიგალაშვილმა რუსი ოლიმპიური
ჩემპიონი დაამარცხა და დიუსელდორფის გრან პრის გამარჯვებული
გახდა.
21:25 / 22.02.2020
ტატო გრიგალაშვილმა რუსი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და დიუსელდორფის გრან პრის გამარჯვებული გახდა.
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი -1 - 3 °C
img
ახალციხე -3 - 6 °C
img
თბილისი 2 - 12 °C
img
ასპინძა -2 - 8 °C
img
ახალქალაქი -4 - 1 °C
img
გამოკითხვა
რა გამოწვევები მოაქვს ზამთარს ყველაზე მეტად?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0571
GBP
GBP
1
3.6537
TRY
TRY
1
0.4633
USD
USD
1
2.8299
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.