ახალი ამბები
გაიტანონ ბოძები ჩვენი მიწებიდან - პროტესტი სადგერში
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადგერში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟს აპროტესტებენ. სადგერში ამბობენ, რომ ელექტრო ბოძები მათ კუთვნილ მიწებზე მონტაჟდება და საფრთხეს უქმნის ადგილობრივებს.

"ცემი 1" ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.

სადგერში მცხოვრებლები კი დათმობას არ აპირებენ და გადამცემი ხაზების მათი სოფლიდან მოშორებით გადატანას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას სამუშაოების დასრულების უფლებას არ მისცემენ.






Print