ახალი ამბები
პროკურატურა ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს
საქართველოს გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს - ამის შესახებ  ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძე აცხადებს, პროკურატურის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ნიკა მელიას წინააღმდეგ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ აქვს. „პროკურატურის მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია ბანკი „ქართუს“ საქმეზე იმ მუხლშიც გამტყუნდეს, რაშიც საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ჩემი აზრით, პროკურატურის საჩივარი სრულიად უსაფუძვლოა, რადგან პირველ ინსტანციაშიც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ საერთოდ არ იყო მტკიცებულებები მელიას წინააღმდეგ, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ გაიზიარა და ერთ მუხლში გაამართლა. ამასთან, მიმაჩნია, რომ მელია იმ მუხლში, რაშიც დამნაშავედ არის ცნობილი, ცოტა გაუგებარია იქედან გამომდინარე, რომ ბრალში ერთი ქმედებაა აღწერილი და ორი მუხლი აქვს წაყენებული. თუ მოსამართლემ ჩათვალა, რომ დანაშაულის ნიშნები არ იყო და მტკიცებულებები საკმარისი არ იყო, ერთ ნაწილში როგორ გაამტყუნა და მეორეში გაამართლა? ეს ჩემი აზრით, სამართლებრივი ნონსენსია“, - განაცხადა მელიას ადვოკატმა და დასძინა, რომ პროკურატურის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს.

„გარდა ამისა, ჩვენც გვაქვს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იმ ნაწილში, რაშიც მერია გამტყუნდა და ვითხოვთ მის გამართლებას. ძალიან დიდი მოცულობის საქმეა, ბრალიც დიდია და განაჩენიც 240 გვერდია. მიკვირს, რომ სააპელაციო სასამართლოში ასეთ რთულ საქმეს ერთი მოსამართლე ვეფხია ლომიძე იხილავს. ასეთი რთული კატეგორიის და პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი საქმეები პირველ ინსტანციაშიც კი კოლეგიურად უნდა განიხილონ, არა თუ სააპელაციო სასამართლომ. ერთი მოსამართლე იხილავდეს საქმეს, უკვე არასერიოზული მიდგომა ჩანს“ - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგს, როგორც ადვოკატი აცხადებს, შესაძლებელია, მელიას ბრალი დაუმძიმდეს, თუმცა, მდინარაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება სასამართლოს ობიექტურობა და მიუკერძოებლობა.

„ზოგადად, სააპელაციო სასამართლოს ბრალის დამძიმება შეუძლია მაშინ, როდესაც პროკურორი ასაჩივრებს. ვინაიდან ვიცით, რომ პროკურორს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს, შესაძლებელია, ბრალი დაუმძიმდეს კიდეც და მისი საპატიმროში გაშვებაც მოხდეს თუ პროკურორის საჩივარს დააკამყოფილებს, მაგრამ მე როგორც ადვოკატს, მაქვს მოლოდინი, რომ თუ მოსამართლე ობიექტური და მიუკერძოებელი იქნება, გავლენების ქვეშ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ მელია უნდა გამართლდეს. თუ არ გამართლდება, გამიჩნდება ეჭვი, რომ ეს არ იყო დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება“ - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, სასამართლო პროცესი 10 მარტს, 12:00 საათზეა არის დანიშნული.

პრროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2019 წლის 2 დეკემბერს გამოიტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია საწარმოში და სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში დახმარება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ბრალდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ხოლო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში ნიკა მელია გამტყუნდა და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი თანამდებობის დაკავების უფლება შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სურსათის ეროვნული სააგენტოს
უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია
„TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ.
თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს
ნიმუშები აიღეს.
15:06 / 23.04.2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს.
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“
საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის
ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
13:56 / 23.04.2024
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
62 წლის ლია წიქარიშვილმა ბორომის
მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის სტაციონარული მომსახურებით
ისარგებლა. კარდიოლოგიური საჭიროების მქონე ბორჯომელ პაციენტს
დახმარება ჯანმრთელობის გაუარესების გამო დასჭირდა.
10:48 / 23.04.2024

62 წლის ლია წიქარიშვილმა ბორომის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის სტაციონარული მომსახურებით ისარგებლა. კარდიოლოგიური საჭიროების მქონე ბორჯომელ პაციენტს დახმარება ჯანმრთელობის გაუარესების გამო დასჭირდა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
12:46 / 21.04.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში,
06:53 / 21.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.