ახალი ამბები
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შეხვედრა ახალციხეში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება.მორიგი შეხმედრა ახალციხეში შედგა. როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ ოთარ შამუგიამ განაცხადა:
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მისი უწყებების მეშვეობით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რეგიონში მნიშვნელოვნად არის განვითარებული სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორი, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და კოოპერაციული საწარმოების რაოდენობით სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი ლიდერი რეგიონია. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით არსებული პროგრამების და სერვისების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. ასევე პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს.

Print