ახალი ამბები
"უგულავას შემდეგ მე დამაპატიმრებენ" - ნიკა გვარამია
“რუსთავი 2”-ის საქმეზე ბრალდებული ნიკა გვარამია აცხადებს, რომ “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას შემდეგ “თიბისი ბანკის” საქმეზე ბრალდებულებსა და მას დააკავებენ. როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დანამდვილებით იცის, რომ დააკავებენ.

“შემდეგი იქნება “თიბისის” ფიგურანტები და მე. კიდევ ვინმე თუ დარჩა, ისიც შემდეგი იქნება... კიარ ველოდები, ვიცი. უგულავას დაჭერით არ დაწყებულა, მანამდე ოქრუაშვილი იყო, კიდე სხვები, 19 ადამიანი ზის ივნისთან დაკავშირებულ საქმეებზე.ვიდრე ეს სასამართლო არ არის, არავითარი ამათ დაკრულზე ცეკვა აქ არ იქნება”, - განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალციხეში,
შოთა რუსთაველის ძეგლთან, გუშინ ღამით აქციის დაშლისას დაშავებული
ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია
მიმდინარეობს.
18:41 / 29.11.2024
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, გუშინ ღამით აქციის დაშლისას დაშავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
თავდაცვის სამინისტროს მოქმედი
თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც
16:57 / 29.11.2024
თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან
გამომდინარე უნივერსიტეტების გარკვეული ნაწილი სასწავლო პროცესს
წყვეტს.

იხილეთ უნივერსიტეტების მიერ გამოქვეყნებული განცხადებები. 

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე კავკასიის უნივერსიტეტი
სასწავლო პროცესს აჩერებს.
14:12 / 29.11.2024
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უნივერსიტეტების გარკვეული ნაწილი სასწავლო პროცესს წყვეტს.

იხილეთ უნივერსიტეტების მიერ გამოქვეყნებული განცხადებები. 

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე კავკასიის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს აჩერებს.
საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი
თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში
დაწერა.
12:03 / 29.11.2024
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა
სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების
წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე
მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ
11:49 / 29.11.2024
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.