ახალი ამბები
24 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით სახის არეში თვითდაზიანება მიიყენა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში 24 წლის მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით სახის არეში თვითდაზიანება მიიყენა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცი მეუღლესთან დაშორების გამო დეპრესიაში იყო და ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თვითმკვლელობა სცადა. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: speqtri.ge

 

Print