აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში უგულავას დაკავებას გამოეხმაურა
შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
სენატორი ჯიმ რიში გიგი უგულავას დაპატიმრების საქმეს ეხმაურება.
უგულავას საპატიმროში მისვლიდან რამდენიმე საათში სენატორმა, სენატის
საგარეო კომიტეტის ოფიციალურ "ტვიტერის" გვერდზე, შემდეგი განცხადება
გამოაქვეყნა:
"იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ ოპოზიციონერი
პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული შევიწროების გაზრდის გზა
აირჩია. როგორც გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს
ვუთხარი, სასამართლო დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა
მიუღებელი ქცევაა".