ახალი ამბები
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1016-დე გაიზარდა
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით ჩინეთში, კორონავირუსის შედეგად, კიდევ 108 ადამიანი დაიღუპა. მათგან 103 ეპიდაფეთქების ეპიცენტრში - ჰუბეის პროვინციაში. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1016-ს მიაღწია.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 2,478-ით გაიზარდა და, საერთო ჯამში, 42,638-ი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

ქვეყნის ლიდერებმა, პრემიერ-მინისტრ ლი კეციანის ხელმძღვანელობით, გუშინ საგანგებო შეხვედრა გამართეს და ვირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. მათი თქმით, საჭიროა კიდევ უფრო მეტი დამცავი პირბადე და სპეციალური ტანსაცმლი. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან უხანში 20,000-მდე მედპერსონალია გაგზავნილი და მათ უახლოეს დღეებში მედიკოსთა კიდევ რამდენიმე ჯგუფი შეუერთდება.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ ახალი სახეობის კორონავირუსის შემთხვევები დადასტურებულია 24 ქვეყანაში.

Print