დაიგეგმა სასულიერო პირების გაფართოებული შეხვედრა
საქართველოს საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის სამღვდელოების ნაწილთან მორიგი გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას უძღვებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ასევე ესწრებოდნენ - საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების უფროსი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) დასაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

"სასულიერო პირებმა იმსჯელეს თანამედროვე სამყაროში არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებზე, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. განიხილეს და მოისმინეს მრავალი საინტერესო წინადადება, დაისახ აკონკრეტული ღონისძიებები.

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

აზარტული თამაშების საშიში ტენდენციები, გემბლინგის საზოგადოებაზე მავნე ზეგავლენა, პრობლემის დასაძლევად დღეისათვის ეკლესიის ჩართულობით მიღწეული კონკრეტული შედეგები და მომავალი აქტივობები;

მირქმის დღესასწაული და სვანეთში ლამპრობის ტრადიცია. სასულიერო პირებმა ასევე იმსჯელეს მიმდინარე წლის განმავლობაში ამათუიმ დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;

სასულიერო პირებმა ისაუბრეს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს შემოთავაზებაზე, რომელიც გულისხმობს სასულიერო პირების შეღავათიან ფასად მომსახურებას;

ასევე განიხილეს სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის წინადადება. სამსახური იურიდიული დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებსა და სასულიერო პირებს უფასო მომსახურებას სთავაზობს;

სასულიერო პირებმა იმსჯელეს ეკლესიის სოციალური აქტივობების შესახებ, მიმოიხილეს მიმდინარე საქმიანობა, უკვე განხორციელებული და არსებული პროექტები, ასევე დაიგეგმა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა;

უახლოეს მომავალში დაიგეგმა სასულიერო პირების გაფართოებული შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება აქტუალურ საღვთისმსახურო საკითხებსა და პრობლემებს, სასულიერო პირები ასევე იმსჯელებენ თანამედროვე სამყაროს მიერ წამოჭრილ მრავალ საკითხზე, მათ შორის, ხელოვნური განაყოფიერების თაობაზე",-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.