ყველასათვის საყვარელ მულტფილმს "ტომი და ჯერი" 80 წელი შეუსრულდა
ყველასათვის საყვარელ ანიმაციას "ტომი და ჯერის" 80 წელი შეუსრულდა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მულტფილმის პირველი სერია
ეთერში 1940 წლის 10 თებერვალს გავიდა, მას შემდეგ მან უამრავი
ბავშვისა თუ ზრდასრულის გული მოიგო, 80 წლის შემდეგაც კი იგი ძალიან
პოპულარულია.
მულტფილმი კომპანია Metro-Goldwyn-Mayer-ის ანიმაციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, უილ ჰანამ და ჯო ბარბერამ შექმნეს და თავდაპირველად
მას Puss Gets the Boot, კატას - ჯასპერი, თაგვს კი ჯინქსი ერქვა.