ყაზახეთში მასობრივი არეულობაა
ყაზახეთში მომხდარი შეტაკებისას მიღებული დაზიანებების გამო, კიდევ
ორი ადამიანი გარდაიცვალა, საერთო ჯამში დაღუპულთა რიცხვმა 10-ს
მიაღწია. საავადმყოფოებში იმყოფება 30-დე მოქალაქე.
ცნობისთვის, ყაზახეთში, ზამბილის პროვინციაში შეტაკებები პოლიციასთან
მასანჩის სოფელში განხორციელდა. ასობით ადამიანი ადგილზე საპროტესტო
აქციას მართავდა, რაც სამართალდამცველებთან ხელჩართულ ჩხუბში
გადაიზარდა.
მედიის ცნობით, პოლიციამ 47 ადამიანი დააკავა. ადგილზე, სადაც
ინციდენტი მოხდა, დუნგანების და ჩინელების ეროვნული უმცირესობები
ცხოვრობენ.