აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 19:00
საათზე დაიხურება.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე
აქტივობამ 10:00 საათისთვის 12.57% შეადგინა.
საკუთარი არჩევანი დააფიქსირა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ
ალიევმა.
არჩევნები 5573 საარჩევნო უბანზე ტარდება. ქვეყანაში
დარეგისტრირებულია 5.3 მილიონი ამომრჩეველი. მილი მეჯლისის 125
მანდატისთვის 1314 კანდიდატი იბრძვის. არჩევნებს აკვირდება 77 ათასი
ადგილობრივი და 850-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი