ჩინეთში მყოფი საქართველოს 3 მოქალაქე თბილისსში დღეს დაბრუნდება
ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში დღეს დაბრუნდება.
დიპლომატის განმარტებით, საქართველოს სხვა მოქალაქეები თავს კარგად
გრძნობენ და საელჩო მათთან მუდმივ კავშირზეა.
როგორც ელჩი განმარტავს, ჩინეთში სანიტარული და უსაფრთხოების
თვალსაზრისით უპრეცედენტო ზომებია მიღებული.
„ჩემი ინფორმაციით, დღეს ჩვენი სამი თანამოქალაქე საქართველოში დუბაის
გავლით ბრუნდება. ისინი საზღვარზე იგივე პროცედურებს გაივლიან, რაც
დაწესებულია.
საბედნიეროდ, ჩვენი მოქალაქეები ჯანმრთელად არიან. მუდმივ კავშირზე
ვართ მათთან, როგორც უხანში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში მყოფ ჩვენს
თანამემამულეებთან. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ვაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს. საერთო ჯამში, ჩინეთში ნორმალური
ვითარებაა, ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი მასშტაბური
სანიტარული და უსაფრთხოების ზომების მიღება გრძელდება.