თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზზე“ შეფერხება „დელისზე“ გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია
თბილისის მეტროს "საბურთალოს ხაზზე" შეფერხება ხანძარმა
გამოიწვია. შსს-ს საგანგებო ციტუაციების მართვის სამსახურში
განაცხადეს, მეტროსადგურ "დელისზე" შპალი დაიწვა.
მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა და ხანძარი
უკვე ლიკვიდირებულია.
"მეტროში ხანძარი არ გაჩენილა. "დელისზე" იყო გამოძახება, დაიწვა ერთი
ცალი შპალი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ინციდენტის შედეგად არავინ
დაშავებულა",-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ცნობისთვის, თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზზე“ შეფერხება დილიდან
ფიქსირდება.