ძლიერი ქარის გამო ბოლო 24 საათში 112-ში შეტყობინებებმა იმატა
ბოლო 24 საათში, ძლიერი ქარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს
გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში საქართველოს
მასშტაბით 64 შეტყობინება შევიდა.
შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და
სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის
საფრთხეს ეხებოდა.
„ყველა მათგანზე მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს.
გამოძახებების უმრავლესობა თბილისიდან იყო - 49. რაც შეეხება
რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2, იმერეთში- 2, გურიაში - 1,
შიდა ქართლში - 4, ქვემო ქართლში- 3, აჭარაში - 2, მცხეთა-მთიანეთში
კი - 1 შეტყობინება დაფიქსირდა. შემთხვევების შედეგად არავინ
დაშავებულა”,- ნათქვამია განცხადებაში.