ტაილანდელი ჯარისკაცი, რომელმაც 26 ადამიანი მოკლა ლიკვიდირებულია
32 წლის ტაილანდელი ჯარისკაცი ჯაკრაპანტ ტომა, რომელმაც ტაილანდის
ქალაქ ნახონ რატჩასიმას სავაჭრო ცენტრში 26 ადამიანი მოკლა,
ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად
დაღუპულია 26 და დაჭრილია 57 ადამიანი.
მათივე ცნობით, თავდასხმამდე მამაკაცმა მეთაური მოკლა და სამხედრო
ბანაკიდან იარაღი მოიპარა, მოგვიანებით ის ქალაქის ცენტრში მდებარე
სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, ცეცხლი გახსნა და მძევლები აიყვანა.
მამაკაცმა სოციალურ ქსელში პისტოლეტისა და ტყვიების ფოტო ატვირთა და
დაწერა : „აღელვების დროა, სიკვდილს ვერავინ აიცილებს.“ თავდასხმის
დროს კი მან ვიდეოც გაავრცელა. „ფეისბუქის“ადმინისტრაციამ ჯაკრაპანტ
ტომას პროფილი გააუქმა.