კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ჩინეთში კვლავ გაიზარდა
ჩინეთში, ბოლო მომაცემებით, ახალი კორონავირუსით 811 ადამიანია
გარდაცვლილი, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის
ნაციონალურ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 2019-nCoV
ვირუსით კიდევ 89 ადამიანი გარდაიცვალა და მსხვერპლის საერთო
რაოდენობა 37-ით მეტია, ჩინეთში, 2004 წელს, მწვავე
რესპირატორული სინდრომის (SARS) ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილ
ადამიანთა რაოდენობაზე.
გარდა ამისა, ჩინეთში, კორონავირუსით დაინფიცირების 37,198
დადასტურებული შემთვევაა გამოვლენილი.
შეგახსენებთ, 2004 წელს, SARS-ის კორონავირუსის ეპიდემიას 774
ადამიანი ემსხვერპლა.