ხე - რომელსაც უნდა იცნობდეთ
ცისარტყელისებრი ევკალიპტი (Eucalyptus deglupta) ფილიპინებში,
ინდონეზიასა და პაპუა-ახალ გვინეაში იზრდება და ჩრდილოეთ
ნახევარსფეროს ტროპიკულ ტყეებში ამ გვარის ერთადერთი წარმომადგენელია.
ის სწრაფად მზარდი ხეა და სიმაღლეში 60-75 მეტრს აღწევს.
ეს სახეობა სხვა ევკალიპტებისგან ნაირფერი ქერქით გამოირჩევა, რომელიც
თავდაპირველად მწვანეა, შემდეგ ლურჯ, იასამნისფერ, ნარინჯისფერ და
შინდისფერ ელფერს იღებს. უკვე ზრდასრული ხის ღეროზე კი ცისარტყელის
ყველა ფერს ვხედავთ.