ბიჭი რომელიც გზაზე ყოჩივარდებს ყიდის ,,გურული დღიურების ფონდის'' სტიპენდიანტი გახდა
ზამთრის მიწურულს , მაშინ როცა ხეში წყალი დგება ყოჩივარდები გაშლას
იწყებენ , ბორჯომის სოფელ კორტანეთში პატარა ბიჭის სამუშაო დღეებიც
ამის შემდეგ იწყება. კრეფს , კონებად კრავს და გზაზე ყიდის .ვინც ამ
გზაზე დადიან იცნობენ პატარა ბიჭს, როგორც საოცრად კეთილ , მშრომელ და
ზრდილობიან ადამიანს.
დღეს მის ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა!
,,ამ ბიჭს, გზებზე რომ ყოჩივარდებს ყიდის კორტანეთში და რაღაც ხნის
წინ ფოტოც გადავუღე და გიჩვენეთ, ბევრი ვესაუბრე. გონიერი და მშრომელი
მოსწავლეა კორტანეთიდან, უაღრესად ზრდილობიანი და შეგნებული. მისი
ცხოვრების სირთულეებზე არ მოგიყვებით - დღეს აქვს, ხვალ დაძლევს. და
დაძლევაში რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც დავეხმაროთ, მას ჩვენი
საგანმანათლებლო ,,გურული დღიურების ფონდი" დაეხმარება. დღეიდან ის
ჩვენი სტიპენდიანტია'' - წერს გიორგი კეკელიძე თავის ოფიციალურ ფბ-ზე
გვერძე .