5-6 ბალიანი შტორმი ფიქსირდება ფოთის სანაპიროზე
ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 5-6 ბალიანი შტორმია.
ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით,
საშტორმო მდგომარეობა სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. დღეს
ღამის საათებში გაძლიერდება ქარი. დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი
თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა +0 -1 გრადუსი იქნება. ხვალ
იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ-ში.
10 თებერვალს შტორმი 4 ბალამდე შემცირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+1 -1 გრადუსი, ღამით -2 -4 გრადუსია მოსალოდნელი.