ხარაგაულში მდინარის ადიდების გამო დამცავი კედელი ჩამოიშალა
უხვი ნალექის გამო, მდინარე ჩხერიმელა ადიდდა, რამაც ხარაგაულის
აგრარული ბაზრის მიმდებარედ მდინარისაგან დამცავი კედელი ჩამოშალა.
მდინარემ ელექტროენერგიის გადამცემ საყრდენს ბოძებს ძირი გამოუთხარა.
მომხდარის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ დაბა ხარაგაულში
რიყისა და რკინიგზის უბნების, სოფელ ჩხერის, ჯაფაროულის და ბაზალეთის
რკინიგზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას.
ხარაგაულში ამ დროისათვის “ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის
აღდგენის მიზნით სამუშაოებს აწარმოებს. ელექტროენერიის მიწოდება დღის
ბოლოსთვის აღდგება.