პოლიციამ აჭარაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ხ.
ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა
ჩაქვში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1985 წელს დაბადებულ
მ.ა.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა
მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.