ხობში მომხდარი ინციდენტის დროს ქალი გარდაიცვალა
ხობში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში
გარდაიცვალა. დაშავებული ქალი მკურნალობას ქუთაისის ინტერვენციული
მედიცინის ცენტრში გადიოდა.
ექიმის ინფორმაციით, ის თავის არეში მიყენებული დაზიანებებით
რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ჯანმრთელობის მძიმე
მდგომარეობის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში
ახალგაზრდა მამაკაცი მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭრეს, რის შემდეგაც
დამნაშავე სხვა სახლში შევიდა და ოჯახში მყოფ ქალს თავს დაესხა.