სოფელ აწყურში ძარცვის ბრალდებით არასრულწლოვნები დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი არასრულწლოვანი
- 2004 წელს დაბადებული ლ.წ. და 2003 წელს დაბადებული ლ.ჯ., წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ახალციხის
მუნიციპალიტეტში დააკავეს.
მათი ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ახალციხის მუნიციპალიტეტის
სოფელ აწყურში მდებარე სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეიჭრნენ,
სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს გარკვეული ოდენობის თანხა და პროდუქცია
წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე
დააკავა.
ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაძარცვი პროდუქცია და თანხა“, - ნათქვამია
შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ"
ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ"
ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით
ჯგუფის მიერ ძარცვას გულისხმობს.