30 ტერორისტი მოკლეს მალიში
მალის 3 სხვადასხვა რეგიონში საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა სულ
მცირე 30 ტერორისტი მოკლეს.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტერორისტები დაჯგუფებებთან „ალ-ქაიდასთან“ და
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებულები.
სამხედრო ოპერაციაში 2 ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი იყო
ჩართული. ფრანგმა ჯარისკაცებმა ასევე გაანადგურეს დაჯგუფების კუთვნილი
რამდენიმე ავტომობილიც.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში 4 500-მდე ფრანგი
ჯარისკაცი იმყოფება, რომლებიც ადგილობრივი ტერორისტული დაჯგუფებების
წინააღმდეგ იბრძვიან.