საქართველოში შესაძლოა, Hollywood-ის კიდევ რამდენიმე ფილმი და სერიალი გადაიღონ
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის, მიხეილ ხიდურელის
განცხადებით, Hollywood-ის მსხვილ სტუდიებთან რამდენიმე ფილმის და მათ
შორის სერიალის საქართველოში გადაღებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"Hollywood-თან მოლაპარაკებებია რამდენიმე სრულმეტრაჟიანი ფილმის და
სერიალის საქართველოში გადაღებასთან დაკავშირებით. საუბარია, რომ
შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში გადაღება წელსვე დაიწყება. ის
შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ინტერესი ძალიან მაღალია Hollywood-ის
მხრიდან. ადრე გვიწევდა იმის მტკიცება, რომ საქართველო ძალიან კარგი
ადგილია ფილმის გადაღებისთვის".
შეგახსენებთ, ჰოლივუდური ბლოკბასტერის - Fast&Furious 9-ის
სცენების ნაწილი თბილისსა და რუსთავში გადაიღეს, რაც პროექტის
"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა.