მძღოლები რომლებიც 48 საათზე მეტს მუშაობენ შრომის კოდექსს არღვევენ
აუდიტის სამსახურის დასკვნით, თბილისის მერიის სატრანსპორტო
კომპანიაში მძღოლების უმეტესობა კვირაში 48 საათზე მეტს მუშაობს , რაც
გარდა იმისა რომ შრომის კოდექსის დარღვევაა , უსაფრთხოების
თვალსაზრისით რისკის შემცველია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის
აუდიტის ანგარიშს აქვყენებს , რომელშიც მრავალ დარღვევაზეა საუბარი.
მათ შორის იკვევა, რომ კომპანიის მიერ დანერგილი ადამიანური
რესურსების მართვისა და შრომის ორგანიზაციის სისტემა შეიცავს
ხარვეზებს.
კერძოდ , ირკვევა რომ 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი ზეგანაკვეთური
სამუშაო 6,499 დასაქმებულიდან აუნაზღაურდა 3,349-ს, ხოლო 2018 წელს –
6,649 დასაქმებულიდან − 3,446 პირს. ამასთან,2017 წელს კვირაში 48
საათზე მეტი იმუშავა ავტობუსის 1,398-დან 1,379- მა მძღოლმა, ხოლო
2018 წელს – 1,438-დან 1,420-მა მძღოლმა.
აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზეგანაკვეთურ შრომას განაპირობებს
მძღოლების სამუშაო რეჟიმი. კერძოდ, მათი ძირითადი ნაწილი დასაქმებულია
დღეგამოშვებით და დღის განმავლობაში მუშაობს 17 საათს და მეტს.
2017-2018 წლებში კომპანიამ გაზრდილი სატარიფო განაკვეთის სახით
აანაზღაურა 1,310.9 ათასი ლარი.